გაკვეთილის გეგმები



მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი:ნინო სამხარაული /12001025686/
საგანი:ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო-XI
მოსწავლეთა რაოდენობა  16 (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა: სპირტები.
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს სპირტების (პირველადი,მეორეული,,ნაჯერი, უჯერი, არომატული, ერთატომიანი და მრავალატომიანი) ბურთულღეროვანი მოლეკულების  მოდელების დამზადებას და სპირტების სხვადასხვა მოლეკულების სწორად  დახარისხებას.
მოსწავლე შეძლებს  მარტივი ექსპერიმენტების საშუალებით სპირტების ფიზიკური თვისებების გამოკვლევას.
გრძელვადიანი მიზანი:
მოსწავლე შეძლებს  სპირტების ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების,მისი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობას.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
ქიმია.XI.1.მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება.მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
გეგმავს და ატარებს მარტივ ცდებს ნახშირწყალბადთა ფიზიკური თვისებების გამოსაკვლევად,აანალიზებს შედეგებს.
აკავშირებს ორგანული ნაერთების თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან.
კვლ.XI.2.
მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება.
კვლ.XI.3.
მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

მისალმება.დადებითი განწყობის შექმნა.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


მთელი კლასი.
საკლასო ჟურნალი
2წთ
2



გაკვეთილის მიზნების გაცნობა.შეფასების  რუბრიკების გაცნობა. წინარე ცოდნის გააქტიურება და დაკავშირება ახალ მასალასთან.
ინსტრუქცია: წინარე ცოდნის გასააქტიურებლად,ასევე ცოდნის კონსტრუირებისათვის მასწავლებელი მოსწავლეებს პროექტორის დახმარებით უჩვენებს პირველ და მეორე სლაიდს.პირველ სლაიდზე გამოსახულია სპირტიანი ალკოჰოლური სასმელები,მეორეზე კი სუნამოები.სლაიდების ჩვენების შემდეგ კლასს უსვამს შემდეგ სამოტივაციო შეკითხვებს:
1.შეიძლება თუ არა პირველ და მეორე სლაიდებზე გამოსახული ორი სხვადასხვა სხვადასხვა სითხე ერთიდაიმავე ნივთიერებას შეიცავდეს?
2.ხომ არ იცით,რა თვისების გამო გამოიყენეს ის პირველ და მეორე შემთხვევაში?
მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს,აზრს, მასწავლებელი მათ ყურადღებით ისმენს.ვარაუდების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აძლევს  მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარს და უჩვენებს კლასს მესამე სლაიდს,სადაც გამოსახულია სპირტების მოლეკულური და სტრუქტურული ფორმულები.აცნობს კლასს,რომ იწყებს ახალი ნაერთთა კლასის-სპირტების განხილვას ტრადიციული სქემის მიხედვით. აგებულება--იზომერია-ნომენკლატურა-ფიზიკური თვისებები. (მასწავლებელს ეს სქემა პლაკატის სახით წინასწარ აქვს შედგენილი და გაკრული დაფაზე.) მესამე სლაიდის ჩვენების შემდეგ მასწავლებელი  სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ იზომერიის სახეები,კერძოდ კი ფუნქციური ჯგუფის მდებარეობის  და ნახშირბადოვანი ჯაჭვის იზომერია.ასევე პირველადი,მეორეული, მესამეული და მეოთხეული ნახშირბადატომის განსაზღვრის წესი.შემდეგ კი მასწავლებელი მინი ლექციის სახით აწვდის ახალ მასალას სპირტების აღნაგობის შესახებ.

ინტერაქტიული სწავლების მეთოდი.
გონებრივი იერიში.
მთელი კლასი.
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები. პროექტორი.სლაიდი N1 , N2 და N3.პრეზენტაცია
8წთ
3



ინსტრუქცია: მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართვის,ასევე „გამოცდილებით სწავლის“ მიზნით
მასწავლებელი ჯგუფებს  ურიგებს პატარა ბარათებს. თითოეულ ბარათზე მასწავლებელს წინასწარ აქვს დაწერილი სპირტების ნახევრადსტრუქტურ-ული ფორმულები. სთხოვს ჯგუფებს დაამზადონ ბარათზე დატანილი სპირტების შესაბამისი ფორმულის  მქონე მოდელები მოლეკულათა ბურთულღეროვანი ნაკრების გამოყენებით
I ჯგუფი: პირველადი და მეორეული სპირტის მოლეკულების მოდელების  დამზადება.
II ჯგუფი: ერთატომიანი და ორატომიანი სპირტის მოლეკულების მოდელების დამზადება.
III ჯგუფი: არომატული და უჯერი სპირტის მოლეკულების მოდელების დამზადება.
სამუშაოს დასრულების შემდეგ ჯგუფები მოახდენენ ნამუშევრების ურთიერთშეფასებას.
იმსჯელებენ შესრულებული სამუშაოს სისწორეზე. ასევე ურთიერთშეფასებას მოახდენენ შემდეგი პარამეტრით: რამდენად სწორად და სრულყოფილად არის შესრულებული დავალება.
სწავლა კეთებით.
მოდელირება.
ჯგუფური
ფურცლები. მოლეკულათა ასაგებად ბურთულღეროვანი  ნაკრები.პლასტმასის სამი თეფში.

5წთ
4



ინსტრუქცია:ახალი მასალის უკეთ გაგება-გააზრების მიზნით
მასწავლებელი თითოეულ ჯგუფს ურიგებს ბარათების შეკვრას,რომელზეც წინასწარ აქვს დაწერილი სპირტების სხვადასხვა იზომერების (ნაჯერი, უჯერი,არომატული, პირველადი,მეორეული, მესამეული, ერთატომიანი,
მრავალატომიანი) ნახევრად  სტრუქტურული ფორმულები.სთხოვს ჯგუფებს ცალ-ცალკე დააჯგუფონ თითოეული  სახის სპირტის ქიმიური ფორმულები. ცალ-ცალკე დაჯგუფებული სპირტის ფორმულები დააკრან პატარა  ფლიბჩარტზე და მოახდინონ ნამუშევრების პრეზენტაცია. სთხოვს,ასევე იმსჯელონ რის მიხედვით დააჯგუფეს სპირტები და რა კრიტერიუმით  იხელმძღვანელეს დახარისხების რდოს.შემდეგ კი ერთ-ერთ პრეზენტატორს უსვამს მასწავლებელი პრობლემურ შეკითხვას „შეიძლება თუ არა რომ არსებობდეს მეოთხეული აღნაგობის მქონე სპირტი?“ და სთხოვს არგუმენტირებულად დაასაბუთოს პასუხი.პრეზენტაციის შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს განმავითარებელ კომენტარს.
ინფორმაციის დახარისხება.
პრეზენტაცია.
ცოდნის კონსტრუირება.
ჯგუფური.
თაბახის ფერად ფურცელზე წინასწარ დაწერილი სპირტების  ნახევრადსტრუქტურული ფორმულები.წებო. ფლიბჩარტები.
5წთ
5



ინსტრუქცია: სპირტების ნომენკლატურის შესწავლის მიზნით მასწავლებელი პროექტორით უჩვენებს მე-5,მე-6,მე-7 სლაიდებს. რომელზეც  გამოსახულია  სპირტების  ნახევრადსტრუქტურუ-
ლი ფორმულები და კლასთან ერთად ახდენს სპირტების სახელწოდების  შედგენის  წესის დემონსტრირებას. შემდეგ კი  ურიგებს მოსწავლეებს პატარა ბარათებს,რომელზეც წინასწარ აქვს  დაწერილი სხვადასხვა ნაჯერი ერთატომიანი სპირტების ფორმულები და სთხოვს მოსწავლეებს, სწორად შეადგინონ მათი სახელწოდებები.

მეტაკოგნიციის მეთოდი.


























მთელი კლასი.
ინდივიდუალური.
























პროექტორი,სლაიდი N5,6,7.პატარა ბარათები სპირტის სხვადასხვა ფორმულების გამოსახულებით.





















5წთ


























6
ინსტრუქცია: მასწავლებელი სვამს პრობლემური ტიპის შეკითხვას სპირტების ფიზიკური თვისებების შესახებ და სთავაზობს კლასს სპირტების ფიზიკური თვისებების გამოკვლევას მინი ექსპერიმენტების ჩატარებით. ამისათვის  მასწავლებელს სადემონსტრაციო მაგიდაზე წინასწარ აქვს შემოტანილი სინჯარების ნაკრები,ფაიფურის ჯამი,ასანთი,ეთანოლი , წყალი,მცენარეული ზეთი და ფილტრის ქაღალდი.
1.მასწავლებელი
 იძახებს ერთ-ერთ მოსწავლეს და სთხოვს მოათავსოს სინჯარაში მცირე ულუფა სპირტი,შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეს შეამოწმოს აქვს თუ არა სუნი  სინჯარაში ჩასხმულ სპირტს.
2.მასწავლებელი ერთ ერთ მოსწავლეს ამოწმებინებს  სპირტის წყალში გახსნის უნარს.ამისათვის სთხოვს მოსწავლეს დაამატოს სპირტიან სინჯარას მცირე ულუფა წყალი.შემდეგ,კი სთხოვს გამოიტანოს დასკვნა სპირტის წყალში ხსნადობის შესახებ.
3.მასწავლებელი მოსწავლეს ერთ სინჯარაში ათავსებინებს 1-2 მლ წყალს,
მეორეში 1-2 მლ სპირტს და ორივე სინჯარაზე ამატებინებს მცენარეულ ზეთს.მიმართავს მოსწავლეებს თავად გააკეთონ დასკვნა სპირტის,როგორც გამხსნელის შესახებ.
4.მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლეს სთხოვს,ფილტრის ქაღალდზე დააწვეთოს სპირტის მცირე ულუფა,მეორეზე კი წყლის მცირე ულეფა.მოახდინონ დაკვირვება რომელი უფრო სწრაფად აორთქლდება,შემდეგ კი სთხოვს,თავად გამოიტანონ დასკვნა სპირტის აქროლადობის შესახებ.პარალელურად მოსწავლეები ინიშნავენ ინფორმაციას სპირტის ფიზიკური თვისებების შესახებ.
5.უნივერსალური ინდიკატორის ქაღალდის გამოყენებით მასწავლებელი ასევე ამოწმებინებს ერთ-ერთ მოსწავლეს სპირტის     PH -ს.
6.მასწავლებელი სთხოვს ერთ-ერთ მოსწავლეს მოათავსოს სპირტის მცირე ულუფა ფაიფურის ჯამზე. შემდეგ კი მასწავლებელი უსაფრთხოების ყველა წესის დაცვის გათვალისწინებით ახდენს სპირტის დაწვას ასანთის გამოყენებით. ამის შემდეგ მთელ კლასს აძლევს ინდივიდუალურ დავალებას: სამუშაო რვეულებში შეადგინონ ეთანოლის წვის რეაქციის ტოლობა,ამასთან გაათანაბრონ კოეფიციენტებით. ასევე სთხოვს აწარმოონ რაოდენობრივი გამოთვლა და დაადგინონ ეთანოლის მოლეკულური წონა პერიოდული სისტემის დახმარებით.დავალების   სწორად შესრულებულ ვარიანტს მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს მოსწავლეებს( მეოთხე სლაიდი),სადაც წარმოდგენილია ეთანოლის წვის სწორად შედგენილი რეაქციის ტოლობა  და სწორად გამოთვლილი მოლეკულური მასა. სთხოვს მოსწავლეებს საკუთარი  ნამუშევრების სწორ ვარიანტთან შედარებას.  ამის შემდეგ მასწავლებელი დაფაზე ხატავს წრეს .ცენტრში წერს სპირტს და სთხოვს მოსწავლეებს  გრძელვადიანი მიზნის განსაზღვრას.კერძოდ, დაასახელონ  ყველა ის სფერო,სადაც შესაძლებელია სპირტების გამოყენება. მოსწავლეთა მიერ  ყველა დასახელებულ  სფეროს მასწავლებელი გარშემო უწერს წრეს. თუ მოსწავლეებმა სწორად ვერ მოიფიქრეს, მასწავლებელი აკეთებს კომენტარს და ავსებს სპირტების გამოყენების  სქემას ამგვარად.
მონაცემთა შეგროვება. ექსპერიმენტი.
სწავლა კეთებით.
მთელი კლასი.
ინდივიდუალრი.
ეთანოლი,წყალი, მცენარეული ზეთი,სინჯარების ნაკრები,ასანთი, ფაიფურის ჯამი, ფილტრის ქაღალდი. პროექტორი-სლაიდი 4.სამუშაო რვეულები. ცარცი,დაფა. პროექტორი. სლაიდიN4.





13წთ
7
ინსტრუქცია:
ცოდნის განმტკიცების მიზნით მასწავლებელი დაფაზე წერს სახელმძღვანელოდან საშინაო დავალების ნომრებს და გვერდს.
გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი ურიგებს კლასს გასასვლელ ბილეთებს და სთხოვს ინდივიდუალურად შეავსონ ისინი,რათა შემდეგ მოახდინოს ანალიზი თუ რამდენად სრულყოფილად იქნა გაგებული  ახალი მასალა მოსწავლეების მხრიდან.

მთელი კლასი.
ინდივიდუალური.
ქიმიის სახელმძღვანელო. (ვარდიაშვილი)
გასასვლელი ბილეთები.
2წთ
8
შეფასება:
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.აფასებს ჯგუფებს ჯგუფური შეფასების რუბრიკის გამოყენებით (იხ. დანართი 1.).ასევე ახდენს მოსწავლეთა შეფასებას განმსაზღვრელი შეფასებით გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკით (იხ.დანართი2).


განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.
დაკვირვება.
მოსწავლეთა ჩანაწერების გაცნობა.
ჯგუფების განმავითარებელი შეფასება.

ინდივიდუალური შეფასება.
გაკვეთილში ჩართულობისა და ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკები.
2წთ
9  
სარეზერვო აქტივობა 1. სახელმძღვანელოდან გვ:88. N1,N2 ა N3

სარეზერვო აქტივობა 2.
ეთანოლის მოლეკულაში ელემენტური შედგენილობის დადგენა.



მთელი კლასი



მთელი კლასი.
ქიმიის სახელმძღვანელო. (ვარდიაშვილი)


ელემენტთა პერიოდული სისტემა.


გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მოსწავლეები  შეძლებენ  შექმნან  სპირტების (ნაჯერი,უჯერი,პირველადი,მეორეული,მესამეული, ერთატომიანი, მრავალატომიანი,არომატული,) სხვადასხვა მოლეკულების ბურთულღეროვანი მოდელების დამზადებას. შეძლებენ და გაიაზრებენ  მარტივი ექსპერიმენტების  საშუალებით  სპირტების ფიზიკურ თვისებებს.ასევე  აწარმოებენ რაოდენობრივ გამოთვლას და გაანალიზებენ  სპირტების პრაქტიკულ  მნიშვნელობას,მათ გამოყენებას ყოფა-ცხოვრებაში.

No comments:

Post a Comment