ტესტები


სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის
მე- 8 კლასის ექსტერნის წესით ჩასაბარებელი გამოცდის ტესტი ქიმიაში.

1.ორი ელემენტის ნაერთს,რომელთაგან ერთ-ერთი ჟანგბადია,ეწოდება
ა) მჟავა                       ბ)ფუძე                       გ)მარილი                  დ)ოქსიდი.
2.მოცემული ნაერთი :CO2 არის
ა)რთული                  ბ) მარტივი                გ) დაბალი  დ) მაღალი
3.რამდენ ფუძიანია მოცემული ნმჟავა H3PO4-?
ა)ერთფუიანი           ბ)ორფუძიანი           გ)სამფუძიანი           დ)ოთხფუძიანი
4.მოცემული ნარევის “წყალი+ეთანოლი“-ის დაყოფა შესაძლებელია:
ა) გამყოფი ძაბრით  ბ)გაცრით      გ)ფრაქციული გამოხდით              დ)გაფილტვრით
5.სიმბოლო Hg აღინიშნება ელემენტი:
ა)ვერცხლი    ბ)სპილენძი               გ)ვერცხლისწყალი              დ)თუთია
6. მოცემულ ნაერთში: Fe(OH)2  რკინის ვალენტობა ტოლია:
ა)ერთის                     ბ)ორის                       გ)სამის           დ)ოთხის
7.მოცემული მარილის ZnCO3 ის სახელწოდებაა:
ა)თუთიის სულფიდი         ბ)თუთიის კარბონატი        გ)თუთიის ქლორიდი         დ)არცერთი
8.ჩამოთვლილთაგან ქიმიურ რეაქციას არ მიეკუთვნება:
ა)სანთლის წვა         ბ) წყლის აორთქლება         გ) შეშის წვა   დ)რკინის დაჟანგვა
9.ელემენტი,რომლის ატომბირთვში 11 პროტონი და 11 ელექტრონია,არის
ა)კალიუმი                ბ)ბარიუმი                 გ)ნატრიუმი              დ)ფოსფორი
10.ელემენტ კალიუმის ატომში ელექტრონული შრეების რაოდენობა შეადგენს
ა)2-ს                ბ)4-ს               გ)6-ს               დ)8-ს
11.ტრითიუმი არის წყალბადის
ა)ალოტროპია                      ბ)იზოტოპი               გ)კათიონი     დ)ანიონი
12.ჩამოთვლილთაგან მარტივ ნივთიერებას მიეკუთვნება:
ა) ჟანგბადი               ბ) ქლორი                   გ) რკინა                     დ)ყველა ჩამოთვლილი
13. მოცემული ელექტრონული ფორმულა 1S22S22P5  ეკუთვნის ელემენტ
ა)ჟანგბადს    ბ) გოგირდს               გ)ფტორს        დ)იოდს
14. ელემენტ ქლორს გარე ენერგეტიკულ დონეზე აქვს
ა)5 ელექტრონი        ბ) 6 ელექტრონი       გ)7 ელექტრონი        დ)8 ელექტრონი
15.ჩამოთვლილთაგან,ინერტულ აირს მიეკუთვნება ელემენტი:
ა)გოგირდი    ბ)ფოსფორი              გ)წყალბადი              დ)არგონი
16.ნებისმიერი ელემენტის ატომი დამუხტულია
ა)დადებითად                      ბ)უარყოფითად                   გ)ნეიტრალურია      დ)არცერთი
17.ელემენტი,რომლის ატომბირთვში 15 პროტონი და 16 ელექტრონია,არის
ა)უარყოფითი იონი                        ბ)დადებითი იონი  გ)ნეიტრალური ატომი      დ)არცერთი
18. მეორე პერიოდის VAჯგუფის ელემენტს წარმოადგენს
ა)აზოტი                    ბ)ქლორი        გ)ფოსფორი               დ)ნიკელი
19.ნაერთთა კლასი,რომელიც საღებავვების დასამზადებლად გამოიყენება,არის
ა)ფუძეები                 ბ)მარილები              გ)ოქსიდები              დ)მჟავები
20.პერიოდული სისტემის რომელი ჯგუფის უმაღლესი ოქსიდის ფორმულას შეესაბამება მოცემული ნაერთი R2O5-?
ა) მესამე                    ბ)მეოთხე                   გ)მეხუთე                  დ)მეექვსე








პასუხები
1)     
2)     
3)     
4)     
5)     
6)     
7)     
8)     
9)     
10) 
11) 
12) 
13) 
14) 
15) 
16) 
17) 
18) 
19) 
20) 
 



სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის მე-9 კლასის ექსტერნის წესით ჩასაბარებელი გამოცდის ტესტი ქიმიაში.

1.რა მოცულობას დაიკავებს 0,5 მოლი აზოტი?
ა)22,4ლ                       ბ)44,8ლ                      გ)11,2ლ          დ)67,8ლ
2.4 მოლი მარტივი ნივთიერება -რკინაში არის ატომთა
ა)12*1023რიცხვი         ბ)24*1023 რიცხვი        გ) 6*1023 რიცხვი         დ)არცერთი
3.ნახშიროჟანგის ფარდობითი სიმკვრივე წყალბადის მიმართ ტოლია:
ა)11                 ბ)33                 გ)22                 დ)88
4.ჩამოთვლილთაგან,რომელი მეტალი დაიცავს რკინას დაჟანგვისაგან?
ა)სპილენძი                 ბ)ვერცხლი                გ)ოქრო           დ) თუთია
5.ჩამოთვლილთაგან რომელი მეტალი დააჩქარებს რკინის კოროზიას?
ა)ოქრო                        ბ)სპილენძი                 გ)პლატინა                  დ)ყველა ჩამოთვლილი
6. 36*1023 ატომი არის
ა)3 მოლი                    ბ)4 მოლი                    გ)5 მოლი                    დ) 6 მოლი
7.ინდიკატორი ლაკმუსი მჟავა არეში არის:
ა) წითელი                  ბ)ყვითელი                 გ)შავი              დ) იისფერი
8. CaCO3 წარმოადგენს
ა)ცარცს           ბ)კირქვას        გ)მარმარილოს                       დ)ყველა ჩამოთვლილსეე
9.მოცემულ რეაქციაში  CuO +HCl = …+ H2O   გამოტოვებულ ადგილას უნდა ეწეროს
ა)Cu                 ბ)CuH                          გ)CuCl             დ)CuCl2
10.AlPO4-ში ფოსფორის ვალენტობა ტოლია
ა)IV                             ბ)V                              გ)III                             დ)II
11.ტუტესა და მჟავას შორის რეაქციას ეწოდება
ა)ნეიტრალიზაცია                  ბ)იზომერიზაცია       გ)ჰიდროლიზი          დ)ჰიბრიდიზაცია
12.FeO მიეკუთვნება
ა)მჟავა ოქსიდებს       ბ)ფუძე ოქსიდებს      გ)ტუტეებს     დ)მარილებს
13.მყარ,ერთგვაროვან ნარევს რომელიც შედგება მეტალებისაგან და/ან  არამეტალებისაგან ეწოდება:
ა)იზომერი      ბ)შენადნობი              გ)ინჰიბიტორი                       დ)კატალიზატორი
14. მოცემულ ნაერთში:CaCO3- ში ნახშირბადის მასური წილი ტოლია:
ა)24%              ბ)36%              გ)12%                                      დ)14%
15.მოცემულ ნაერთში: CuO ელემენტთა მასური თანაფარდობა ტოლია:
ა) 2:5               ბ)5:7                            გ)4:1                დ)1:4
16.მეტალური კრისტალური სტრუქტურა გააჩნია,ელემენტ
ა)გოგირდს                ბ)ფტორს                     გ)იოდს                       დ)თუთიას
17.ელემენტი,რომელსაც გარე ენერგეტიკულ დონეზე გააჩნია 5 ელექტრონი არის:
ა)იოდი                       ბ)ფტორი                    გ)აზოტი                     დ)ნატრიუმი
18.მაგნიუმის ატომი მაგნიუმის იონისაგან განსხვავდება
ა)პროტონების რიცხვით       ბ)ელექტრონების რიცხვით  გ)ნეიტრონების რიცხვით      დ)მასური რიცხვით
19.ნივთიერება,რომელიც კოროზიის პროცეს აფერხებს არის:
ა)პრომოტორი            ბ)ინჰიბიტორი                       გ)კატალიზატორი      დ)არცერთი
20.რამდენს მოლს შეადგენს 112 გრამი რკინა?
ა)1 მოლი                    ბ)2 მოლი                    გ)3 მოლი                    დ)4 მოლი











პასუხები,
1)     
2)     
3)     
4)     
5)     
6)     
7)     
8)     
9)     
10) 
11) 
12) 
13) 
14) 
15) 
16) 
17) 
18) 
19) 

20) 
სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის
მე-10კლასის ექსტერნის წესით  ჩასაბარებელი გამოცდის ტესტი ქიმიაში.
1.ერთიდაიგივე  ელემენტის ატომთა სახეობებს, რომლებიც შეიცავენ პროტონთა ერთნაირ რაოდენობას, მაგრამ განსხვავდებიან ნეიტრონთა რიცხვით, ეწოდება
ა) იზოტოპი  ბ) იზოტონი  გ) იზობარი   დ) ალოტროპი
2. ჩვეულებრივ პირობებში ალუმინი :
ა) მოვერცხლისფერო-თეთრი მეტალია ბ) ვერცხლისფერი რბილი მეტალია                               გ) მუქი წითელი ფერის მეტალია დ) რუხი ფერის მეტალია.
3.რომელი ნივთიერება მიეკუთვნება ჰიგროსკოპულ ნივთიერებას?
ა) გოგირდმჟავა                    ბ) მარილმჟავა          გ) ნახშირმჟავა          დ) ძმარმჟავა
4. ალმასი,გრაფიტი და კარბინი წარმოადგენს  ელემენტ
ა)აზოტის ალოტროპიულ მოდიფიკაციებს                   ბ)გოგორდის ალოტროპიულ მოდიფიკაციებს გ) ნახშირბადის ალოტროპიულ მოდიფიკაციებს            დ) კალციუმის ალოტროპიულ მოდიფიკაციებს.
5.ელემენტთა მასური თანაფარდობა ნაერთში  SO2 არის
ა) 1:1               ბ) 2:1               გ) 1:2               დ) 1:16
6. იმ ქიმიური ელემენტის რიგობრივი ნომერი,რომლის ბირთვი შეიცავს  4 პროტონს და  5 ნეიტრონს,არის
ა) 4                  ბ) 1                  გ) 5                  დ) 9
7.მეტალური თვისებები ჯგუფში ზემოდან ქვემოთ:
ა) არ იცვლება                       ბ) მცირდება გ) იზრდება   დ)ჯერ იზრდება, მერე მცირდება.
8.ატომის მასას განსაზღვრავს:
ა)პროტონების და ელექტრონების რიცხვი.                  ბ) პროტონებისა და ნეიტრონების რიცხვი.
გ)მხოლოდ ნეიტრონების რიცხვი.                      დ) მხოლოდ პროტონების რიცხვი.
9.პერიოდულ სისტემაში პირველი ჯგუფის ელემენტების  საერთო სახელია:
ა)ჰალოგენები                       ბ)ინერტული აირები                      გ) ტუტე მეტალები დ) ტუტე  მიწათა მეტალები
10.ქლორის ატომის გარე გარსი შეიცავს:
ა) 2 ელექტრონს       ბ) 8 ელექტრონს       გ) 17ელექტრონს      დ) 7 ელექტრონს.  
11. ჟანგბადი და ოზონი :
ა)იზოტოპებია         ბ)ალოტროპებია      გ)ერთიდაიგივე ნივთიერებებია დ) არცერთი
12.CuSO4*10 H2O არის
ა)კირქვა                     ბ) მელხიორი            გ)შაბი             დ)შაბიამანი
13.ნატრიუმი ალს ფერავს:
ა) ლურჯად              ბ)იისფრად                გ)მწვანედ                  დ)ყვითლად
14. პერიოდული სისტემის IA ჯგუფის ელემენტებიდან დანით არ იჭრება:
ა)ლითიუმი              ბ)ნატრიუმი              გ)კალიუმი                დ)ცეზიუმი
15.ჩამოთვლილთაგან წყალში ხსნადი მეტალია:
ა)ალუმინი                ბ)გალიუმი                გ)ინდიუმი                დ)ბარიუმი
16.როგორი გეომეტრიული ფორმა აქვს BF3-ის მოლეკულას?
ა)სამკუთხა               ბ)ტეტრაედული                  გ)რომბული              დ)ხაზოვანი
17.მოცემულ ნაერთში: K2S ქიმიური ბმის ტიპია;
ა)მეტალური                         ბ)კოვალენტური                  გ)წყალბადური                    დ)იონური
18. რამდენნმაგი ბმაა აზოტის- N2 ის  მოლეკულაში?
ა)ერთმაგი     ბ) ორმაგი      გ) სამმაგი      დ) ოთხმაგი
19.რას უდრის მოცემულ ნაერთში: CaSO4- ში გოგირდის ჟანგვის ხარისხი?
ა)+2                 ბ)+4                 გ)+6                 დ)+8
20.მანგანუმის უმაღლესი დადებითი დაჟანგვის ხარისხი ტოლია:
ა)+7                 ბ)+4                 გ)+6                 დ)+8





პასუხები
1)     
2)     
3)     
4)     
5)     
6)     
7)     
8)     
9)     
10) 
11) 
12) 
13) 
14) 
15) 
16) 
17) 
18) 
19) 
20) 



გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლის
მე-11 კლასის ექსტერნის წესით ჩასაბარებელი გამოცდის ტესტი ქიმიაში.
1. აღგზნებულ მდგომარეობაში ნახშირბადის ატომს გარე შრეზე აქვს:
ა) 1 სფერული და 4 ჰანტელისებური ორბიტალი.       ბ) 1 სფერული და 3 ჰანტელისებური ორბიტალი.            გ) 2 სფერული და 2 ჰანტელისებური ორბიტალი        დ) 4 ჰანტელისებური ორბიტალი.
2.ჰიბრიდული ელექტრონული ღრუბლების წვეროებში გადაფარვით დამყარებულ ბმას ეწოდება:
ა)პი-ბმა          ბ) სიგმა-ბმა       გ) ჯერადი ბმა                  დ) იონური ბმა.
3.ალდეჰიდები შეიცავენ  შემდეგ ფუნქციურ ჯგუფს:
ა)კარბონილის ჯგუფს        ბ)კარბოქსილის ჯგუფს      გ) ჰიდროქსილის ჯგუფს               დ) ამინოჯგუფს.
4.ამინომჟავათა სხვადასხვა  მოლეკულების გადაბმით მიღებულ გრძელჯაჭვიან ნაწარმს ეწოდება:
ა)ცხიმი          ბ)ნახშირწყალი        გ) ცილა           დ)პარაფინი
5. C4H9* ნაწილაკი არის:
ა) ეთილის რადიკალი        ბ)მეთილის რადიკალი       გ) პროპილის რადიკალი   დ)ბუტილის რადიკალი
6.ალკინების  სრული წვის საბოლოო პროდუქტებია:
ა) CO2 და H2O         ბ) CO2 და H2                        გ) CO და H2O                       დ) C და H2
7.ორგანულ მჟავასა და სპირტს შორის მიმდინარე რეაქციის შედეგად მიღებული რთული ნივთიერება მიეკუთვნება:
ა) ეთერებს    ბ) ცხიმებს     გ)ამინომჟავებს         დ) ესტერებს
8.ალდეჰიდების დამახასიათებელ  თვისებით რეაქციას წარმოადგენს რეაქციას  :
ა)ვერცხლის ოქსიდის ამიაკურ ხსნართან         ბ)ბრომთან    გ)ნატრიუმის ტუტესთან   დ) წვა
9. არომატული რიგის ნახშირწალბადებს მიეკუთვნება:
ა) ფენოლი            ბ) ტოლუოლი                გ) აცეტონი    დ) ფორმალინი
10.ჩამოთვლილთაგან რომელი ორგანული ნაერთთა კლასი მიეკუთვნება ამფოტერულ ნივთიერებებს?
ა) კეტონები  ბ) ალდეჰიდები       გ) სპირტები              დ)ალკენები
11.ჩამოთვლილი ნაერთებიდან რომელი მიეკუთვნება ალკინებს?
ა) ეთენი         ბ) ბენზოლი              გ)პროპინი                 დ)მეთანოლი
12.რომელი სპირტის არსებობაა შეუძლებელი?
ა) პირველადი          ბ)მეორეული                        გ)მესამეული                        დ)მეოთხეული
13.ალკენები აუფერულებენ:
ა) იოდიან სპირტხსნარს    ბ) ბრომიან წყალხსნარს     გ) ფტორიან სპირტხსნარს             დ)არცერთი
14.რა სახის ჰიბრიდიზაციის ტიპი გვხვდება ალკანებში?
ა) SP    ბ) SP3                   გ)SP2               დ) ყველა
15.სახამებელი იოდის ხსნართან იძლევა:
ა)ლურჯ შეფერვას              ბ)წითელ შეფერვას             გ)მწვანე შეფერვას   დ)ყვითელ შეფერვას
16.ნაჯერი ნახშირწყალბადების სრული წვის საბოოლოო პროდუქტებია:
ა) C და CO2                     ბ) CO და H2O            გ) CO2 დაH2O            დ)არცერთი
17.C2H2- ში ნახშირბადის ატომებს შორის  „პი“ ბმების რიცხვი ტოლია:
ა) 1                  ბ) 2                  გ)3                   დ)4
18. ჩამოთვლილთაგან ამფოტერული ბუნების მქონე ნაერთებს მიეკუთვნება:
ა) კეტონები              ბ) კარბონმჟავები                 გ)ცილები                  დ) ამინომჟავები
19.ჩამოთვლილთაგან ქიმიური ფორმულა არ გააჩნია:
ა)ჰაერს                       ბ)ნავთობს                 გ)ნიადაგს                 დ)არცერთს
20.ფენოლი არის:
ა)არომატული ამინი           ბ)არომატული სპირტი       გ)არომატული ალდეჰიდი                        დ)არცერთი






პასუხები
1)     
2)     
3)     
4)     
5)     
6)     
7)     
8)     
9)     
10) 
11) 
12) 
13) 
14) 
15) 
16) 
17) 
18) 
19) 

20) 


No comments:

Post a Comment