1. პროექტის სახელწოდება: „სათბურის
ეფექტი და გლობალური დათბობა“
2. პროექტის
მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება.ასევე ისეთი პირადი მიზნების დასახვა,რომელიც
მიმართული იქნება „გლობალური დათბობის“ შემცირების ხელშეწყობისკენ.
3. პროექტის
აქტუალობა: გარემოს დაბინძურება ანთროპოგენული
ფაქტორებით და მისი უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
4. პროექტის
მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ
„სათბურის ეფექტის“ და „გლობალური დათბობის“ გამომწვევ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებზე
მსჯელობას.ასევე შეძლებენ მსჯელობას „გლობალურ დათბობაზე“-როგორც ეკოლოგიური საფრთხის
შესახებ.
5. მონაწილეთა
ასაკი: 14-15
6. ვადები/ხანგრძლივობა:
30 დღე
7. მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტი,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები ისწავლიან გარემოს მოფრთხილებას.
8. პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი,პროექტორი,ინტრენეტი
და შესაბამისი ვიდეო რგოლები ,მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბროშურები.
9. პროექტის
მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ინფორმაციის დამუშავება ინტერნეტიდან/სამეცნიერო ლიტერატურიდან.ბროშურების
შექმნა.შეხვედრები და მსჯელობა თემის ირგვლივ.ექსპერიმენტის ჩატარება.პრეზენტაციის
გაკეთება.
10. საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
11. მოიპოვებს ინფორმაციას „სათბურის ეფექტის“ და „გლობალური
დათბობის „შესახებ.ეროვნული
სასწავლო გეგმის სტანდარტი: მოსწავლეს შეუძლია გარემოზე
დაკვირვება და მოპოვებული ინფორმაციის ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
v მოიპოვებს ინფორმაციას „სათბურის ეფექტის“ შესახებ.
v იკვლევს მიზეზებს(მაგალითად; საწვავის წვა),მოჰყავს
სათანადო მტკიცებულებები,ნამუშევრის წარდგენისას ადექვატურად იყენებს ტერმინებს.
v კვლ.IX.1.მოსწავლეს
შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.
v კვლ.IX.2. მოსწავლეს
შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
v კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო
საშუალების გამოყენებით.
v კვლ.IX.4.მოსწავლეს
შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.
12. პროექტის
ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო
სამხარაული
13. ხელმძღვანელის
ელ.ფოსტა:nanibe1984@gmail.com
14. პროექტის
ვებ-გვერდი/ბლოგი: https://nanibe2018.blogspot.com/
პროექტი ქიმიაში
1.პროექტის სახელწოდება
|
წყალი- ჩვენს გარშემო.
|
2.პროექტის მთავარი
იდეა.
|
ეკოლოგიური პრობლემები და დაცვა დაბინძურებისაგან.
|
3.პროექტის აქტუალობა.
|
დაბინძურებული წყალი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
|
4.პროექტის მიზნები.
|
ბრძოლა წყლის დაბინძურებასთან.პრობლემის გადაჭრის
გზების ძიება.მოსწავლეებში ქიმიის სწავლისადმი დადებითი განწყობის შექმნა,ჯგუფური
მუშაობის,კომუნიკაციის, კვლევის,ანალიზისა და შემოქმედებითი უნარების განვითარება.
|
5.მოსწავლეთა
ასაკი
|
15-17 წელი.
|
6.ხანგრძლივობა
|
50 დღე.
|
7.მოსალოდნელი
შედეგები/პროდუქტები.
|
მოსწავლეეები ისწავლიან ბუნების გაფრთხილებას.არ დაუშვებენ
წყლის დაბინძურების ფაქტებს და სხვებსაც მიუთითებენ,რომ არ შეიძლება ბუნების წყლის
დაბინძურება,რათა არ გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებები. მოსწავლეებს განუვითარდებათ
ბუნების დაცვის უნარ-ჩვევები. გამოუმუშავდებათ კრიტიკული აზროვნების ,ადამიანებთან
კომუნიკაციის, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის უნარები.
|
8.პროექტისთვის
საჭირო ძირითადი რესურსები.
|
დამატებითი ლიტერატურა,კომპიუტერი,ქიმიური ჭურჭელი,
pH ის მზომი ინდიკატორის ქაღალდი.ფოტოაპარატი.
|
9 .პროექტის
მსვლელობა. (ძირითადი აქტივობები)
|
მოსწავლეები დაიყოფიან ორ ჯგუფად. ორივე ჯგუფი აკვირდება
მდინარე ივრის ხეობაში წყლის დაბინძურების ხარისხს.
ა) პირველი
ჯგუფი იკვლევს წყლის გაბინძურების მიზეზებს.
ბ) მეორე
ჯგუფი იკვლევს წყლის გასუფთავების მეთოდებს.
გ) მოსწავლეების
მიერ კითხვარის შედგენა და მოსახლეობაში
ინფორმაციის შეგროვება წყლის დაბინძურებასთან დაკავშირებით.(გამოკითხვა).
დ) მდინარე
ივრის ხეობის დათვალიერება და საველე პირობებში პრაქტიკული სამუშაოების ჩატარება,( წყლის ორგანოლეპტიკური
მახასიათებლების დადგენა.)
ე) მდინარე ივრის ხეობის დაბინძურებასთან დაკავშირებით
სოფლის გამგებელთან ვიზიტი.
ვ) სოფლის ამბულატორიაში ვიზიტი და ოჯახის ექიმთან
გასაუბრება-ინტერვიუ დაბინძურებული წყლის
მავნებლობის შესახებ.
ზ) თბილისის “თბილწყალკანალში
“ ვიზიტი და წყლის ქიმიური დამუშავების
მეთოდების გაცნობა-ინფორმირება.
თ) ბუკლეტების შექმნა დაბინძურებული წყლის მავნე თვისებების
შესახებ და მოსახლეობაში გავრცელება.
ი) პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
კ) შაბათობის მოწყობა და ივრის ხეობის მცირე ნაწილის
დასუფთავება.
ლ)მასალის
შეგროვება და პრეზენტაცია.
მ) ფოტოების
გადაგება და ჩართვა პროექტში.
|
10.საგნებთან/საგნობრივ
ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
|
ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია.
|
11 პროექტის
ხელმძღვანელი.
|
ნინო სამხარაული
|
12 ხელმძღვანელის
მეილი.
|
nanibe1984@ gmail.com
|
No comments:
Post a Comment