სამოდელო გაკვეთილები


სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლა.

გამჭოლი კომპეტენციების ( წიგნიერება, ეკოლოგიური წიგნიერება)განვითარებაზე 
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა.

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ნინო სამხარაული /12001025686/
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: საბაზო.IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  20 (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:“ სათბურის ეფექტი“
v  გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე  შეძლებს საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით „სათბურის ეფექტის“  გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე მსჯელობას.
v  მოსწავლე შეძლებს ჯგუფური მუშაობისას გამოყოს პრობლემის მოგვარების რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება,ასევე  შეძლებს მსჯელობას „სათბურის ეფექტსა “ და გლობალურ დათბობაზე- როგორც გლობალური და ეკოლოგიური საფრთხის შესახებ.
გრძელვადიანი მიზანი:
v  მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება;ასევე ყოფა-ცხოვრებაში ისეთი  პირადი მიზნების დასახვა, რომელიც მიმართული იქნება გლობალური დათბობის შემცირების ხელშეწყობისაკენ.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:  მოსწავლეს შეუძლია გარემოზე დაკვირვება და მოპოვებული ინფორმაციის ქიმიის თვალსაზრისით შეფასება.
. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
v  მოიპოვებს ინფორმაციას „სათბურის ეფექტის“   შესახებ.
v  იკვლევს მიზეზებს(მაგალითად; საწვავის წვა),მოჰყავს სათანადო მტკიცებულებები,ნამუშევრის წარდგენისას ადექვატურად იყენებს ტერმინებს.
v  კვლ.IX.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და  კვლევის ეტაპები.
v  კვლ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურების განხორციელება/მონაცემების აღრიცხვა.
v  კვლ.IX.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით.
v  კვლ.IX.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

აქტივობა 1. მისალმება.დადებითი განწყობის შექმნა.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


მთელი კლასი.
საკლასო ჟურნალი
1წთ
2



აქტივობა N2
გაკვეთილის მიზნების გაცნობა.შეფასების  რუბრიკების გაცნობა.










მთელი კლასი.
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები.
1წთ

3
აქტივობაN3
წინარე ცოდნის გააქტიურება და დაკავშირება ახალ მასალასთან.
ინსტრუქცია:
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით მასწავლებელს კლასში შემოტანილი აქვს რესურსი-დეკორაცია- გამხმარი და შეღებილი ხის დიდი ტოტი.ცოდნის კონსტრუირებისათვის კი სვამს  შემდეგი სახის შეკითხვებს:
1).ჰაერის დაბინძურების რომელ წყაროებს იცნობთ?
2)რომელია ჰაერის დაბინძურების ბუნებრივი წყაროები?და სთხოვს მოსწავლეებს მათ ჩამოთვლას.
3)რომელია ადამიანის ჩარევით/საქმიანობით გამოწვეული დაბინძურება? სთხოვს მოსწავლეებს დაასახელონ რამდენიმე მათგანი,ასევე მოიყვანონ არგუმენტები,რატომ ფიქრობენ ისინი ასე?
პარალელურად კლასს უჩვენებს ჰაერის დამაბინძურებელი ფაქტორების ამსახველ სლაიდებს.სლაიდების ჩვენების შემდეგ ახალ მასალასთან დასაკავშირებლად მასწავლებელი სვამს შემდეგ სამოტივაციო შეკითხვებს მთელ კლასთან:
4)რა მოხდება დედამიწაზე კლიმატი თუ შეიცვლება?
5)არის თუ არა ადამიანი დამნაშავე კლიმატის ცვლილებაში?
6)იცლება თუ არა კლიმატი
საქართველოში?
7)შეგვიძლია თუ არა კლიმატის ცვლილების შეჩერება?მოსწავლეთა სავარაუდო პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.
ინტერაქტიული მეთოდი. პრობლემაზე დამყარებული სწავლება.
კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი.
პროექტორი.ლეპტოპი.
დეკორაცია-გამხმარი და შეღებული ხის დიდი ტოტი.
5წთ
4.
აქტივობა N4
ახალი მასალის სიღრმისეული წვდომა.
ინსტრუქცია:
მასწავლებელი ახალი მასალის გადაცემას ახდენს  მინი ლექციის სახით.მოსწავლეებს  უხსნის,თუ რას ნიშნავს კლიმატის ცვლილება და როლი აქვს ამ მხრივ ნახშიროჟანგს.შემდგომ კი  მოკლე  ვიდეო -რგოლის ჩვენებით მოსწავლეებს „ამოგზაურებს“ წარსულში და გააცნობს ისტორიას, თუ როგორ დაბინძურდა გარემო ბოლო 100 წლის განმავლობაში.ვიდეო-რგოლის ჩვენების შემდეგ კლასს უსვამს პრობლემურ შეკითხვას: ნახშიროჟანგის გარდა,კიდევ რომელი აირი/აირები იქნება დამნაშავე „სათბურის ეფექტის“ წარმოქმნაში?
მოსწავლეთა სავარაუდო პასუხების მოსმენის შემდეგ კლასს უჩვენებს გრაფიკას,ვიდეო რგოლის სახით,სადაც მკაფიოდაა გამოსახული ნახშიროჟანგის წარმოქმნის სქემა.


პრობლემაზე დამყარებული სწავლება.
კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი.
პროექტორი.ლეპტოპი.
 ვიდეო-რგოლები.



8წთ
5
აქტივობა N5   
მინი- ექსპერიმენტი ნახშიროჟანგის როგორც წვის და სუნთქვის ხელისშემშლელი აირის შესახებ.
ინსტრუქცია:  ნახიროჟანგის,როგორც წვისა და სუნთქვის ხელისშემშლელი აირის დასასაბუთებლად მასწავლებელი კლასს სთავაზობს მინი- ექსპერიმენტს.ამისთვის
მასწავლებელს სადემონსტრაციო მაგიდაზე წინასწარ შემოტანილი და გამზადბული აქვს ქიმიური ჭიქა,სასმელი სოდა,ძმარი,სანთელი და ასანთი.ერთ-ერთ მოსწავლეს სთხოვს  დახმარებას ცდის ჩასატარებლად: მოსწავლე ქიმიურ ჭიქაში ჩაყრის ერთ სუფრის კოვზ სასმელ სოდას და დაასხავს ძმარს,შემდეგ კი ჭიქის ტუჩთან  მიიტანს ანთებულ სანთელს. ანთებული სანთელი ჩაქრება ჭიქაში გამოყოფილი ნახშიროჟანგის გამო,რასაც კლასი დააკვირდება.მასწავლებელი კლასს უსვამს პრობლემურ შეკითხვას: რატომ ჩაქრა სანთელი?რაზე მიუთითებს ეს ფაქტი?მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ  მასწავლებელი ახდენს კომენტარების მიცემას ნახშიროჟანგის,როგორც წვისა და სუნთქვის ხელისშემშლელ აირზე.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება.
მთელი კლასი.
ქიმიური კოლბა.სასმელი სოდა.ძმარი.სანთელი.
ასანთი.
5წთ
6
აქტივობა N6 
„სათბურის ეფექტის“-  როგორც გლობალური პრობლემის მიერ გამოწვეული შედეგების გააზრება.
ინსტრუქცია:
„სათბურის ეფექტის“ მოვლენის,  სიღრმისეული  გააზრების მიზნით  მასწავლებელი კლასს უჩვენებს 1 წუთიან  ვიდეო-რგოლს,სადაც ნაჩვენებია ექსპერიმენტი „სათბურის ეფექტის„ შესახებ.შემდეგ კი კლასთან   სვამს პრობლემურ შეკითხვას: რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს გლობალურმა დათბობამ? მოსწავლეთა სავარაუდო პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი კვლავ უჩვენებს პროექტორის დახმარებით 2 წუთიან ვიდეო-რგოლს, “სათბური ეფექტის“ უარყოფითი შედეგების შესახებ.რათა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვას და გამოკვეთოს პრობლემა კლიმატის ცვლილების და „სათბურის ეფექტის“ შესახებ.

ინტერაქტიული მეთოდი.
პრობლემის იდენტიფიცირე -აბაზე დაფუძნებული მეთოდი.


5წთ
3



აქტივობა N7
ჯგუფური მუშაობა
 ახალ ტექსტზე. კოგნიტური სქემების შედგენა. პრეზენტაცია.
ინსტრუქცია: კლასი დაყოფილია ჯგუფებად. ახალი ტექსტი წინასწარ მასწავლებლის მიერ დაყოფილია ნაწილებად.თითოეული ნაწილი ცალკე ფურცელზეა დაწერილი.ქაღალდები  არეულია ერთმანეთში და კონვერტებშია ჩაწყობილი.(იმდენი კონვერტია,რამდენიც ჯგუფია). ჯგუფებს ურიგდებათ კონვერტები.და ეძლევათ ინსტრუქცია:კერძოდ,
„მოვლენათა ჯაჭვის“ სქემის მიხედვით  უნდა ააწყონ ტექსტი ლოგიკური თანმიმდევრობით,ისე რომ,აბზაცები ერთმანეთთან შინაარსობრივად იყოს დაკავშირებული. მიაწებონ ბარათები ფორმატის ქაღალდზე და ისრებით განსაზღვრონ მათი თანმიმდევრობა. ტექსტის აწყობის შემდეგ მოსწავლეებმა ისევ ჯგუფებში უნდა შასრულონ შემდეგი დავალებები:
1.წრიული დიაგრამის საშუალებით გამოსახონ ჰაერის შედგენილობა.
2.შეავსონ მიზეზ-შედეგობრივი კავშირების სქემა, რომელიც გამოსახავს გარემოს დაბინძურების გავლენას კლიმატის ცვლილებაზე.კერძოდ,კი
 „ფიშბოუნი“-სქემის სახით წარმოადგინონ ფაქტორები (მიზეზები-შედეგები), რომლებიც განაპირობებენ ნახშიროჟანგის კონცენტრაციის ზრდას ატმოსფეროში.იმსჯელონ და  ჩამოაყალიბონ „სათბურის ეფექტის“, როგორც ეკოლოგიური პრობლემის  გადაჭრის გზებზე და მისი შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების საკუთარი ხედვის შესახებ.  ნამუშევრები წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.მოსწავლეთა მსჯელობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ რეკომენდაციებს და  კლასს უჩვენებს ვიდეო -რგოლს, სადაც სრულყოფილადაა წარმოდგენილი დასმული პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო გზა და რეკომენდაცია. გრძელვადიანი მიზნის განსაზღვრის მიზნით მასწავლებელს წინასწარ კლასში შემოტანილი აქვს  კანადური ჯიშის ნაძვის ნერგი,რომლის დარგვასაც განახორციელებს შემდგომ გაკვეთილზე მოსწავლეთა დახმარებით. შემდეგ კი მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს მოახდინონ ურთიერთშეფასება, ჯგუფებში წინასწარ დარიგებული ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკის დახმარებით.
(იხ.დანართი1).

ინტერაქტიული მეთოდი.
ინფორმაციის ორგანიზება. დახარისხება.
კოგნიტური სქემების შედგენა-
„ფიშბონის მეთოდი“.
“მოვლენათა ჯაჭვი“. პრეზენტაცია.
ჯგუფური.


ტექსტი „სათბური ეფექტი“-ის შესახებ. კონვერტები. ფერადი ფურცლები.
პროექტორი.ლეპტოპი. ვიდეო-რგოლი.
ფლიბჩარტები. წებო. მარკერები.
მაგნიტური ბურთულები.კანადური ჯიშის ნაძვის ნერგი.
17წთ
7
აქტივობა 6. მასწავლებლის უკუკავშირი.მოსწავლეთა ურთიერთშეფასება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარებს. მასწავლებელი მოსწავლეთა  შეფასებას ახდენს შეფასების ანალიტიკური რუბრიკის გამოყენებით.(იხ დანართი2)

განმავითარებელი შეფასება.
დაკვირვება. მოსწავლეთა  ჩანაწერების გაცნობა.
ჯგუფების განმავითარებელი  შეფასება. მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
 ჯგუფური მუშაობის  ურთიერთშეფასების და შეფასების ანალიტიკური რუბრიკები.
2წთ
8
აქტივობა7.  საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვას:იციან თუ არა   მოსწავლეებმა ოზონის ხვრელი შესახებ.სთხოვს მოსწავლეებს მომავალი გაკვეთილისთვის მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია ოზონის ხვრელის შესახებ.

ცოდნის განმტკიცება.
ინფორმაციის მოძიება.

მთელი კლასი.
ინდივიდუალური.

ქიმიის სახელმძღვანელო.
1წთ
9  
სარეზერვო აქტივობა 1.  გასასვლელი ბარათების შევსება.



ინდივიდუალური


გასასვლელი ბარათები.



გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
v            მოსწავლეები შეძლებენ: საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით  „სათბურის ეფექტის“, კლიმატის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე და სავარაუდო შედეგებზე მსჯელობას.  ასევე შეძლებენ ჯგუფური მუშაობისას -მსჯელობას  მისი მოგვარების სავარაუდო გზებისა და ღონისძიებების  შესახებ. რითაც ხელი შეეწყობა მოსწავლეებში  გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. განუვითარდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში ისეთი პირადი მიზნების დასახვა, რომელიც მიმართული იქნება გლობალური დათბობის შემცირების ხელშეწყობისაკენ.



                     

ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.  (დანართი1)

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
1
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ  (აზრის გამოხატვა,თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს.
3
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს.
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
1










შეფასების ანალიტიკური რუბრიკა აქტივობებისათვის.(დანართი2)


კრიტერიუმი
არადამაკმაყოფილებელი
(1 ქულა)
დამაკმაყოფილებელი
(2ქულა)
კარგი
(3 ქულა)
ძალიან კარგი
(4ქულა)
1
ჩართულობა



არ მონაწილეობს აქტივობაში ან მონაწილეობს იშვიათად
იშვიათად მონაწილეობს აქტივობაში და შეაქვს უმნიშვნელო წვლილი აქტივობის მსვლელობაში.
უმეტესად მონაწილეობს და ჩართულია აქტივობაში.
აქტიურად  ჩართულია და ყოველთვის შეაქვს მნიშვნელოვანი წვლილი  აქტივობაში
2
თანამშრომლობა

აქტივობის დროს არ თანამშრომლობს ან თანამშრომლობს ძალიან იშვიათად თავისი ჯგუფის წევრებთან.
იშვიათად თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან აქტივობის მსვლელობისას.
ხშირად თანამშრომლობს თანატოლებთან ჯგუფური თუ ინდივიდუალური მუშაობის დროს.
ყოველთვის აქტიურად  თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან.
3
ანალიზისა და
დასკვნების გამოტანის უნარი


ვერ აანალიზებს წარმოდგენილ მასალას.ვერ გამოაქვს სათანადო დასკვნები.არ შეუძლია განზოგადება.
იშვიათად აანალიზებს წარმოდგენილ მასალას.იშვიათად ახდენს დასკვნების გამოტანას.თუმცა ცდილობს განზოგადებას.
 უმეტესად აანალიზებს წარმოდგენილ მასალას.
ნაწილობრივ შეუძლია დასკვნების გამოტანა და სწორად ახერხებს განზოგადებას.
სრულყოფილად აანალიზებს წარმოდგენილ მასალას.ახდენს სათანადო დასკვნების გამოტანას .
ასევე სრულყოფილად ახდენს განზოგადებას.


პედაგოგი:ნინო სამხარაული.



სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N3 საჯარო სკოლა.

გამჭოლი კომპეტენციების (ეკოლოგიური წიგნიერება)განვითარებაზე 
ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა.

მასწავლებლის სახელი გვარი, პირადი ნომერი: ნინო სამხარაული /12001025686/
საგანი:  ქიმია
სწავლების საფეხური/კლასი: საშუალო-XI
მოსწავლეთა რაოდენობა:  16 (სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის)
გაკვეთილის თემა:“ პლასტმასა“
v  გაკვეთილის მიზანი: მოსწავლე შეძლებს პოლიმერული მასალის საფუძველზე პლასტმასას სწორად გარჩევას ( პლასტმასა-თერმოპლასტიკური, თერმორეაქტიული).
v  მოსწავლე შეძლებს სწორად ამოიცნოს მავნე და ნაკლებად მავნე პლასტმასას სხვადასხვა სახეობები.
v  მოსწავლე შეძლებს მსჯელობას პლასტმასას გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებზე,ასევე მსჯელობას მისი,როგორც ეკოლოგიური საფრთხის შესახებ.
გრძელვადიანი მიზანი:
v  მოსწავლეს ჩამოუყალიბდეს გარემოსადმი მზრუნველი დამოკიდებულება,,სიახლეების დანერგვა და ნივთიერებების რაციონალური გამოყენება.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:
v  ქიმია.XI.მოსწავლეს შეუძლია ორგანული ნაერთების დახასიათება,მათი მნიშვნელობის შესახებ მსჯელობა. შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
v  აკავშირებს ორგანული ნაერთების თვისებებს მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან.
v  აკავშირებს ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანეს თვისებებს მათ გამოყენებასთან მედიცინაში, ყოფა-ცხოვრებაში,სოფლის მეურნეობასა და ტექნიკაში.
v  კვლ.XI.1.მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და  კვლევის ეტაპები.
v  კვლ.XI.3.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით.
v  კვლ.XI.4.მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)

1

აქტივობა 1. მისალმება.დადებითი განწყობის შექმნა.საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.


მთელი კლასი.
საკლასო ჟურნალი
2წთ
2



აქტივობა 2
გაკვეთილის მიზნების გაცნობა.შეფასების  რუბრიკების გაცნობა. წინარე ცოდნის გააქტიურება და დაკავშირება ახალ მასალასთან.
ინსტრუქცია: სამოტივაციოდ მასწავლებელს წინასწარ კლასში აქვს გამოფენილი სხვადასხვა პოლიმერული მასალები (პოლიეთილენის პარკები,პოლიეთილენის ბოთლები).
 წინარე ცოდნის გასააქტიურებლად,ასევე ცოდნის კონსტრუირებისათვის მასწავლებელი სვამს შეკითხვებს:
1.რა არის პოლიმერი?
2.რა არის მონომერი?
3.რა არის პოლიმერიზაციის რეაქცია?ხარისხი?
4.როგორი სახის პოლიმერები არსებობენ აღნაგობის მიხედვით?
5.როგორი სახის პოლიმერები არსებობენ წარმოშობის მიხედვით?
პარალელურად მოსწავლეთა პასუხებს ამოწმებს პროექტორის დახმარებით და უჩვენებს  სლაიდებს, თითოეული გაცემული პასუხის შესაბამისად, რათა ხაზი გაუსვას პასუხების სისწორეს. კითხვა -პასუხის და სლაიდების  ჩვენების შემდეგ კლასს უსვამს შემდეგ სამოტივაციო შეკითხვებს:
1.როგორ წარმოუდგენით 21 -ე საუკუნე პოლიმერებისა და მათგან დამზადებული საგნების გარეშე?
2.რომელ საყოფაცხოვრებო ნივთებს მოიხმარენ ისინი ყოველდღიურად?
3.რატომაა მსოფლიოში ასე ფართოდ მოხმარების პროდუქტი? პარალელურად ახსენებს და უჩვენებს პოლიმერების გამოყენების სფეროების ამსახველ სლაიდებს.
მოსწავლეთა პასუხების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვას:
1.ფლობენ თუ არა ინფორმაციას ისეთი პოლიმერის შესახებ,როგორიცაა პლასტმასა?
2.რა თვისებებით უნდა გამოირჩეოდეს ის? პარალელურად უჩენებს მოსწავლეებს სადემონსტრაციო მაგიდაზე შემოტანილ სხვადასხვა პლასტმასის საგნებს.
ვარაუდების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი აძლევს  მოსწავლეებს განმავითარებელ კომენტარს და მინი ლექციის სახით სლაიდების ჩვენების პარალელურად აცნობს მთელ კლასს,რა არის პლასტმასა,როგორია მისი შედგენილობა , როგორი სახისაა და რა დანიშნულება აქვს მას ადამიანის ყოფა -ცხოვრებაში. სვამს პრობლემურ შეკითხვას:
1.რა  დადებითი და უარყოფითი თვისებები შეიძლება ჰქონდეს პლასტმასას? მოსწავლეებს სთხოვს იმუშაონ ჯგუფებში,შემდეგ კი წარმოადგინონ ნამუშევრები პრეზენტაციის სახით.
მოსწავლეთა მსჯელობის შემდეგ კლასს უჩვენებს სლაიდებს,სადაც სრულყოფილადაა მოცემული პლასტმასას, როგორც ფართო მოხმარების პროდუქტის, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ინტერაქტიული სწავლების მეთოდი.
კითხვა-პასუხი.
მთელი კლასი.
გაკვეთილის მიზნები და შეფასების რუბრიკები. პროექტორი.სლაიდშოუ პოლიმერულ საკითხზე.სლაიდშოუ პლასტმასების შესახებ.პლასტმასის საყოფაცხოვრებო ნივთები(ჭურჭელი , წამლების ფლაკონები, პოლიეთილენის პარკები,პლასტმასას ბოთლები,კოსმეტიკური საშუალებების შესაფუთი მასალები)
10წთ
3



აქტივობა 3.ახალი მასალის დამუშავება. ვიდეო-რგოლების  ჩვენება.მსჯელობა და ანალიზი.
ინსტრუქცია:
მასწავლებელი უთითებს მოსწავლეთა ჯგუფებს ქიმიის სახელმძღვანელოდან შესაბამის გვერდს და სთხოვს დაამუშაონ დამოუკიდებლად ჯგუფში ახალი მასალა. დამუშავების შემდეგ პროექტორით კლასს უჩვენებს 2წუთიან   ვიდეოს, რომელშიც ასახულია ფაქტები: პლასტმასა-როგორც გარემოს დამაბინძურებელი და  ეკოლოგიურად საფრთხის შემცველი  ნარჩენების წყარო. ასევე,მეორე 1 წუთიან  ვიდეოს, პოლიმერული მასალის ნარჩენების სტატისტიკის და პროგნოზის შესახებ.სვამს კლასთან პრობლემურ შეკითხვას:1.რას ფიქრობენ ისინი,როგორ შეიძლება მოცემული პრობლემის მოგვარება? როგორ შეიძლება პლასტმასას,როგორც ნარჩენის შემცირება? პრობლემის გამოკვეთის შემდეგ კი ჯგუფებს აძლევს შემდეგი სახის დავალებას:ჯერ დამოუკიდებლად ,დიდ ფორმატზე საკუთარ სეგმენტში ჩამოაყალიბონ და დაწერონ საკუთარი ხედვა, სახელმძღვანელოდან წაკითხულსა და ვიდეოში მოცემული პრობლემის ირგვლივ.ასევე იმსჯელონ პრობლემის მოგვარების და გადაჭრის სავარაუდო გზების შესახებ,შემდეგ კი მთავარ სეგმენტში გააერთიანონ საკუთარი ნააზრევი,კვლავ  იმსჯელონ, შეჯერდნენ პრობლემის მოგვარების სავარაუდო გზებზე. ჩამოაყალიბონ ჯგუფისთვის მისაღები ხედვა.
ნამუშევრები კი პრეზენტატორებმა მსჯელობის საფუძველზე წარმოადგინონ პრეზენტაციის სახით.
პრეზეტაციის შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს კლასს 1წუთიან ვიდეოებს,სადაც ნაჩვენებია პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი გზა მაღალ განვითარებულ ქვეყანასა და საქართველოში. შემდეგ კი სთხოვს ჯგუფებს მოახდინონ ურთიერთშეფასება წინასწარ დარიგებული ჯგუფური მუშაობის რუბრიკების გამოყენებით . (იხ.დანართი2)
ინტერაქტიული მეთოდი. დამოუკიდებელი. სეგმენტური მეთოდი. პრეზენტაცია.
ჯგუფური.
დამოუკიდებელი.

ქიმიის  სახელმძღვანელო. (ავტორი:ვარდიაშვილი).
პროექტორი.ნოუთბუქი. ვიდეო N1,N2.N3,N4.
დიდი ფორმატები. მარკერები.
მაგნიტური ბურთულები.






23 წთ
4



აქტივობა 5. პრობლემური საკითხის სიღრმისეული წვდომა. ინსტრუქცია:
მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვას:
1.იციან თუ არა როგორ გამოვიცნოთ პლასტმასა?
2.იცნობენ თუ არა რაიმე ნიშნებს ამის შესახებ?
შემდეგ კი უჩვენებს ამ ნიშნების ამსახველ სლაიდებს, თითოეულზე აკეთებს კომენტარს იმის შესახებ,თუ რომელ ნიშნიანი პლასტმასაა ადამიანის ჯანმრთელობისათვის ძალზედ საშიში და რომლის გამოყენებაა უსაფრთხო მრავალჯერადად.შემდეგ კი სთხოვს მოსწავლეებს კლასში მოსწავლეების მიერ წინასწარ მოტანილი პლასტმასის სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთების ამ ნიშნების მიხედვით ამოცნობას და დახარისხებას.
ინფორმაციის ამოცნობა , დახარისხება.
პრეზენტაცია. ცოდნის კონსტრუირება.
მთელი კლასი.
ჯგუფური.
პროექტორი.სლაიდშოუ. პლასტმასის სხვადასხვა დანიშნულების  საგნები.
5წთ
7
აქტივობა 6. მასწავლებლის უკუკავშირი.მოსწავლეთა ურთიერთშეფასება.
აქტივობის აღწერა:
მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ კომენტარებს. მასწავლებელი მოსწავლეთა  შეფასებას ახდენს გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკის დახმარებით.(იხ დანართი2)

განმავითარებელი შეფასება.
დაკვირვება. მოსწავლეთა  ჩანაწერების გაცნობა.
ჯგუფების განმავითარებელი  შეფასება. მოსწავლეთა ურთიერთშეფასება
გაკვეთილში ჩართულობისა და ჯგუფური მუშაობის  ურთიერთშეფასების რუბრიკები
3წთ
8
აქტივობა7.  საშინაო დავალების მიცემა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვას:იციან თუ არა მოსწავლეებმა ბიოპოლიმერების შესახებ?შენიშვნა: ამ პრობლემურ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებს მოუწევთ დამატებითი ინფორმაციის მოძიება სამეცნიერო ლიტერატურიდან. გაკვეთილის დასასრულს მასწავლებელი ურიგებს კლასს  გასასვლელ ბილეთებს დ სთხოვს ინდივიდუალურ შეავსონ,რათა შემდგომ მოახდინოს ანალიზი,თუ რამდენად სრულყოფილად იქნა გაგებული ახალი მასალა მოსწავლეთა მხრიდან.

ცოდნის განმტკიცება.
ინფორმაციის მოძიება.

მთელი კლასი.
ინდივიდუალური.

ქიმიის სახელმძღვანელო.
გასასვლელი ბილეთები.
2წთ
9  
სარეზერვო აქტივობა 1. სახელმძღვანელოდან გვ:171 N1 და N4  











გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
v       მოსწავლეები შეძლებენ: ორგანული პოლიმერული ნაერთების თვისებების დაკავშირებას მათ შედგენილობაში შემავალ ფუნქციურ ჯგუფთან.პლასტმასას გარჩევას. შეძლებენ, დააკავშირონ ორგანულ ნაერთთა უმნიშვნელოვანესი თვისებები მათ გამოყენებასთან ყოფა-ცხოვრებაში. შეძლებენ პლასტმასას გარჩევას და ამოცნობას,რათა საფრთხე არ შეუქმნან საკუთარ და არა მარტო საკუთარ ჯანმრთელობას.ასევე ,ჩამოუყალიბდეთ  გარემოსადმი  ლოიალური და მზრუნველი დამოკიდებულება.












ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.  (დანართი1)

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია
1
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
1
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ  (აზრის გამოხატვა,თანაბარი პირობები)
2
ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს.
3
ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს.
2
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს.
1












გაკვეთილში ჩართულობის შეფასების რუბრიკა.(დანართი2)


კრიტერიუმი
10-9
8-7
6-5
4-1
1
აქტიური მონაწილეობა



ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო დისკუსიას.
ყოველთვის მონაწილეობს
ხშირად მონაწილეობს
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს.
2
შესაბამისი ტერმინების ფლობა და ადექვატური გამოყენება


გამართულად მეტყველებს.ფლობს ტერმინებს და ყოველთვის ადექვატურად იყენებს ყველა შემთხვევაში.
გამართულად მეტყველებს.ფლობს ტერმინებს და უჭირს მისი ადექვატური გამოყენება.
ნაწილობრივ ფლობს ტერმინებს და უჭირს მისი ადექვატური გამოყენება.
ვერ ფლობს და ვერ იყენებს სათანადოდ.
3
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა



ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად  წარმოადგენს თავის მოსაზრებას.
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას.
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას.
უჭირს გამართულად საუბარი. ხშირად  ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს.
4
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება


უსმენს სხვას და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით. კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას.
უსმენს სხვებს და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მოსმენილზე დაყრდნობით.
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დასრულებას.
არ უსმენს და არ აცდის საუბრის დასრულებას.



პედაგოგი:ნინო სამხარაული.


No comments:

Post a Comment